პროექტში გათვალისწინებულია ბინების მრავალფეროვანი არჩევანი, სხვადასხვა ინტერესის მაცხოვრებლებისთვის. ბინების ზომა 52 კვ დან იწყება, ყველაზე დიდი ფართი 145.6 კვ-ია. პროექტში სულ 34 ბინაა გათვალისწინებული.
"კაპიტალ დეველოპმენტი"-ს გლდანის მშენებარე პროექტი არის მათთვის, ვისაც უნდა იცხოვროს მშვიდად, ქალაქის ყველაზე აქტიურ უბანში. კორპუსი შენდება გამორჩეულად მყუდრო ქუჩაზე, გლდანის ა-მიკრო რაიონში. ხიბაზავრის 1ა -ში, ლოკალური ეკოსისტემა გამიჯნულია ქალაქის ციებ-ცხელებისგან. თუმცა 600 მეტრის რადიუსში, საჭიროებისამებრ არის ქალაქის ყველაზე აქტიური წერტილები: ახმეტელის მეტრო, სავაჭრო ცენტრი, ჰიპერმარკეტი, ახმეტელის თეატრი, სამედიცინო პუნქტი, სკოლა,საცურაო აუზი, და ა.შ. ყველა საჭირო პუნქტი გამარტივებული ცხოვრებისთვის.
მშენებლობისთვის გამოიყენება მხოლოდ სერტიფიცირებული და ლაბორატორიულად შემოწმებული მასალები, რაც განაპირობებს შენობის საიმედოობას და გამძლეობას.
პროექტში გათვალისწინებულია ბინების გაუმჯობესებული თეთრი კარკასის დონემდე მიყვანა, ე.წ მწვანე კარკასით ჩაბარება რაც გულისხმობს:
- სადარბაზო მოპირკეთებული
- იატაკი მოჭიმული, კედლები გაჯით გალესილი
- ბუნებრივი აირი და ელექტრო გამრიცხველიანება
- პროექტში გამოყენებულია იაპონური წარმოების “Fuji”-ის ფირმის ლიფტი. გათვლილია 630 კგ.-ზე, სიჩქარე 1.5 მეტრი წამში.
- ბინის შიდა ელექტრო გაყვანილობა, სპილენძის მწავალწვერიანი სადენი ( 3 X 2.5 დამიწებით).
- ბინებში მოწყობილია სანტექნიკის ცენტრალური დგარები. გათვალისწინებულია გათბობის გაყვანილობის კოლექტორული სისტემა, მოჭიმვის ქვეშ მოწყობილი მეტალო პლასტმასის დათბუნებული მილები გადაბმის გარშე.